ფლორენტინა ასათიანი
„ლელიანის“ მობინადრე
„ძალიან კმაყოფილი ვარ „ლელიანის“ მომსახურებით. მშვენიერი ქალბატონები არიან, ყოჩაღები... თუ დამჭირდება, რამდენიმე დღით ისევ მოვალ თქვენთან. ძალიან მომენატრებით“.
ბეთსი ჰასკელი
ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო მრჩეველი, სასტუმრო „ბეთსის“ დამფუძნებელი
„ამგვარი სახლი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვადასხვა დაავადების მქონე პირებისთვის, არამედ პენსიაზე გასული ყველა ხანდაზმულისთვისაა საჭირო. შემიძლია აქ დავსახლდე, გვერდით მეყოლება ხალხი, რომელიც საუზმეს მომიტანს, დამეხმარება... ვფიქრობ, ამ ტიპის დაწესებულების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“.
გულიკო კარიაული
„ლელიანის“ მობინადრის, ალექსანდრე კარიაულის, და
„ლელიანზე“ ივლისში ვნახე გადაცემა. ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და ვერ წარმომედგინა, თუ რეალურადაც ასეთი იქნებოდა. შემოვედი და იმგვარი ღიმილით დამხვდა ყველა, ვიფიქრე, რომ ევროპაში მოვხვდი. უმაღლესი ხარისხის მომსახურებაა. ჩემი ძმა ინსულტის გადატანის შემდეგ „ლელიანში“ გადმოვიყვანეთ. ჩემთვის უმთავრესი მისი კომფორტი იყო და ახლა გახარებული ვარ, ალექსანდრეს კმაყოფილებას რომ ვხედავ. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო „ლელიანის“ თითოეულ თანამშრომელს. აქ ყველა იმისთვისაა დარაზმული, რომ ჩემმა ძმამ უკეთესად იგრძნოს თავი“.
„ლელიანი“ საოცრებაა და შესანიშნავია, ამგვარი სახლი რომ არსებობს. ადამიანებზე და, მით უფრო, ხანდაზმულებზე ზრუნვა მეტად ჰუმანური და მისასალმებელი საქმეა“.
მირზა ხინიკაძე
ნეიროქირურგი
„ლელიანის“ დათვალიერებისას უდიდესი სიამოვნება მივიღე. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეზიდენციული ზრუნვის სახლი პირველი მერცხალია, რომელმაც ქართულ რეალობაში ხანდაზმულის ე.წ. „ჩაბარების“ სტერეოტიპი დაამსხვრია. აქ ადამიანს სრული კომფორტი და ნამდვილი ოჯახური სითბო ხვდება, რაც 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შემოსვლისთანავე ამჩნევ იმ მობინადრეების კმაყოფილებას, რომლებიც ამ შესანიშნავ გარემოში იმყოფებიან და რწმუნდები, რომ ამგვარი სახლის არსებობა მართლაც საოცარი მიღწევაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ლელიანი“ არა ბიზნესპროექტი, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი სოციალური პროექტია. რაც უფრო მეტი მსგავსი სახლი იარსებებს, მით უფრო ბედნიერი იქნება ჩვენი სიბერე“.
„ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სახლის არსებობა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც „ლელიანია“, ძალიან მნიშვნელოვანია. რეზიდენციული ზრუნვის უმთავრესი პრინციპი უსაფრთხოებაა. გარდა ამისა, აუცილებელია ასაკოვანი ადამიანების სოციალიზაციისა და აქტიური ცხოვრების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, „ლელიანი“ საქართველოში პირველი რეზიდენციული ზრუნვის სახლია, რომელიც მსგავსი სტანდარტითა და მომსახურებით გამოირჩევა. აქ იმგვარი პირობებია შექმნილი, რომ 65 წელს გადაცილებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ თავი, დარჩნენ სოციალურად აქტიურები, შეინარჩუნონ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ მოხუცის ასეთ სახლში მიყვანა მიტოვების ტოლფასია, მაგრამ როდესაც ამ გარემოს საკუთარი თვალით იხილავ, ეს სტიგმა აუცილებლად დაიმსხვრევა. სასტუმროს ტიპის სრულად ადაპტირებული, კარგად აღჭურვილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული რეზიდენციული ზრუნვის სახლი ბევრ ადამიანს მოუტანს სიკეთეს“.