შეფასებები

profile-image

ზაზა ბრეგვაძე

პროფესიით – ბაბუა
„ასეთი ტიპის სახლი ხანდაზმულებს ინტერესების გაღვივებაში დაეხმარება. შეიძლება ახალგაზრდობა ისე გავიდეს, რომ უამრავი რამის გაკეთება და აღმოჩენა ვერ მოასწრო; ვერც კი გაიგო, რამდენ საინტერესოსა და სასიამოვნოს ვერ ეზიარე. ამგვარი სახლი მშვენიერი ადგილია ახალი შესაძლებლობებისთვის. მისი არსებობა ადამიანებს სიცოცხლესა და ახალგაზრდობას გაუხანგრძლივებს“.
profile-image

ნუკრი კაპანაძე

„ლელიანის“ მობინადრის, მერი ჩაჩიბაიას, შვილი
„ჩვენ ვართ ჩვენი მშობლების შვილები, მაგრამ ერთ დღესაც, მშობლები ხდებიან ჩვენი შვილები. ბოლო ერთი თვეა დედაჩემი ჩემი შვილი გახდა. ეს არის პატარა ცუნცულა, პატარა ჩიტი. დედა 92 წლისაა და მოულოდნელად აღმოვჩნდით ამ განსაცდელის, ალბათ უფრო გამოცდის, წინაშე. თავისი ასაკისთვის ფიზიკურად და გონებრივად აბსოლუტურად ჯანმრთელი და აქტიური ქალი, რომელსაც შეეძლო, მთელი ქალაქი ფეხით მოევლო, ერთ დღესაც ვეღარ ადგა. საავადმყოფოში წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ მოტეხილობა ჰქონდა. თვითონ არ ახსოვს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ძვლები იმდენად იფიტება, მოტეხილობა შეიძლება საწოლში გადაბრუნებამაც კი გამოიწვიოს. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. ასეთ შემთხვევებში პაციენტს საავადმყოფოში არ იტოვებენ, სახლში უნდა გადაიყვანო. შემდეგ გიწევს, მოძებნო 24-საათიანი მომვლელი ან ორი ადამიანი, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ერთმანეთს ჩაანაცვლებენ. მზად ვიყავით, ყველაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ მომვლელი უბრალოდ ვერ ვიშოვეთ. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანს სპეციფიკური ზრუნვა სჭირდება. მომვლელმა უნდა იცოდეს, როგორც წარმართოს მკურნალობის კურსი, რადგან ასაკია, ძვლებია, მოტეხილობაა და მანიპულაციები შესაბამისად უნდა ჩატარდეს. საგონებელში ჩავვარდით და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ „ლელიანი“. თავიდან ტელეფონით გავესაუბრე და მივხვდი, რომ პროფესიონალებთან მქონდა საქმე. კარგად ესმოდათ, როგორ ავადმყოფზე იყო საუბარი და ისიც ზუსტად ამიხსნეს, როგორ უნდა ემართათ დინამიკაში მისი მდგომარეობა. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. მაშინ დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება, ის, თუ როგორ ელაპარაკები ავადმყოფის შვილს ან დედას... მომენტალურად ხვდები, უნდა ენდო და წახვიდე იქ თუ არა. მე და ჩემს ძმას ბევრი აღარ გვიფიქრია. მაშინვე წამოვედით. ახლაც მბურძგლავს აქ მოსვლისას პირველი შთაბეჭდილების გახსენებაზე. ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. გარემო სუფთა, წკრიალა. შემოდიხარ და სასტუმროს განწყობა გხვდება. ან როგორი გოგონები არიან! ამდენი ღიმილი და სიყვარული! ყველას მიმართ საოცარი დამოკიდებულება აქვთ. შემოდიხარ და გეუბნებიან, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება. აქ ყოფნის დროს გავაანალიზე, როგორ მოქმედებს ასეთი მიდგომა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი ასეთი სახლი უნდა იყოს. როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ კლასს, ხარისხს. ამიტომ, დიახ, უნდა იყოს ბევრი და ისეთივე ხარისხიანი, როგორიც „ლელიანია“.
< 1 ... 4 5 >