შეფასებები

profile-image

ანა ბოქოლიშვილი

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორი
„ხანდაზმულებზე ზრუნვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა. ვფიქრობ, ჩვენთან ჯერ კიდევ საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. 65 წელს გადაცილებულთათვის სათანადო პირობების შექმნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრები არიან და მათ აქვთ სრულფასოვნად, ღირსეულად ცხოვრების უფლება. ძალიან სასიხარულოა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვის კულტურა ნელ-ნელა საქართველოშიც მკვიდრდება. „ლელიანი“ ერთ-ერთი პიონერია ამ სფეროში და უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება. მინდა, კიდევ ბევრი ასეთი ცენტრი შეემატოს ქვეყანას, რათა ჩვენს უფროს თაობას მშვიდი, ბედნიერი და დაფასებული სიბერე ჰქონდეს“.
profile-image

მანანა მანჯგალაძე

„ლელიანის“ მობინადრის, მედეა მანჯგალაძის, შვილი
„მამა ლოგინად იყო ჩავარდნილი, როცა დედას დემენციის ნიშნები გამოეკვეთა. მამა მიხვდა, რომ დაავადების პროგრესირებასთან ერთად, დედას სპეციფიკური მოვლა დასჭირდებოდა. – იქნებ იყოს სადმე ამ პროფილის კლინიკა ან დაწესებულება, სადაც იციან, როგორ ვმართოთ ეს ყველაფერი, როცა მდგომარეობა გართულდება? – პირველად სწორედ მან დასვა ეს შეკითხვა და ის რომ არა, მე, ალბათ, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან დემენცია ძალიან სწრაფად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მუდმივად მყავდა მომვლელი ექთანი, დაავადებამ თავისი გაიტანა: საწოლიდან მაშინ დგებოდა, როცა უნდოდა, წამალს მაშინ სვამდა, როცა იღვიძებდა... ბოლოს მხოლოდ საჭმელად დგებოდა. წოლა, სიბნელეში ყოფნა, მარტოობა სურდა, არავისთან კომუნიკაცია აღარ აინტერესებდა. შემდეგ აგრესია დაეწყო და მეხსიერებამაც უკან დაიხია. სულ მქონდა შიში, წყალი, გაზი არ დარჩენოდა, გარეთ არ გასულიყო... მოვლა არ აკლდა, მაგრამ დემენციას სხვანაირი მართვა და განსხვავებული ზრუნვა სჭირდება. „ლელიანში“ მოსვლის გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. თავდაპირველად, როცა ექიმთან მივიყვანე და დიაგნოზი დაუსვეს, პირველი რჩევა ასეთი იყო: – შენ უნდა გაიცნო და მიიღო სრულიად სხვა ადამიანი. ეს ყველაზე რთული ყოფილა და დღემდე მიჭირს. „ლელიანში“, ფაქტობრივად, ორივეს გვეხმარებიან. მეც მჭირდება სწორი მიმართულების მიცემა, როგორ მივიღო, როცა ვერ მცნობს, არ მელაპარაკება, წარსულში იკარგება... ამ სახლში დედა ღირსეულ პირობებშია და მასზე ზრუნავენ. მუდმივმა კომუნიკაციამ აგრესიაც მოუხსნა. ჩემი შფოთვაც შემცირდა. გაქრა შეკითხვები: ახლა რა უნდა გავაკეთო? ახლა რა სჭირდება? სადმე ხომ არ წავიდა? ხომ არ წაიქცა? ჭამა ან წამალი ხომ არ დაავიწყდა? ახლა მშვიდად ვარ. „ლელიანში“ დედის მოყვანამდე უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში. რას იტყვის ნათესავი? მეზობელი? ყველაზე რთულია, გადალახო სტერეოტიპი „ჩააბარეს მოხუცთა თავშესაფარში“. ამ ფიქრების დაძლევაში მამა დამეხმარა. როცა ამ თემაზე ვსაუბრობდით, ისიც უთქვამს, თუ ასეთი კარგი პირობებია და ენდობი, მეც წამოვალო. რატომღაც სულ მოსწონდა ექიმები, წამლები, ზრუნვა... ვიცი, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს ყველაფერი დღემდე გადაულახავია, მაგრამ ასეთ დროს იმაზე უნდა იფიქრო, სად გრძნობს დედა ან მამა თავს კარგად, სად მართავენ მის დაავადებას ისე, რომ უკეთესად, მშვიდად და ღირსეულად იცოცხლოს. მე ეს სიმშვიდე „ლელიანში“ ვიპოვე, რეზიდენციული ზრუნვის სახლში, სადაც დედა ზუსტად ასე ცხოვრობს – ღირსეულად და დაცულად“.
profile-image

ეთუნა ირემაძე

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
„ლელიანთან“ ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი გამოცდილება მაკავშირებს: აქ მოვიყვანე ჩემი დეიდა, რომელსაც ალცჰაიმერის მსუბუქი ფორმა აქვს და მუდმივი ყურადღება ესაჭიროება. ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა, იყო სიმშვიდე. ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი პროფესიონალების ხელშია და უსაფრთხოდაა გარემოში, სადაც ყოველდღიურად ფიქრობენ მის კეთილდღეობაზე. ეს ის სიმშვიდეა, რომელიც გამორჩეულად ძვირფასია ოჯახისთვის. სიბერე ცხოვრების ის ეტაპია, როცა ადამიანი განსაკუთრებულ პატივისცემასა და ზრუნვას იმსახურებს. ზრუნვა მხოლოდ სამედიცინო დახმარება არ არის. ეს ემოციური მხარდაჭერა, ღირსების შენარჩუნება და ყოველდღიური ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. მოვლის სწორად ორგანიზებული სისტემა განსაზღვრავს, როგორ ატარებს ხანდაზმული თავისი სიცოცხლის ამ მნიშვნელოვან პერიოდს. „ლელიანში“ საოცარი გუნდი დამხვდა: კომპეტენტური, მონდომებული ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ თავიანთი საქმე, არამედ იქ მობინადრე ხანდაზმულებიც გულწრფელად უყვართ. ეს სახლი არის ადგილი, სადაც სიბერე ინარჩუნებს ღირსებას; სივრცე, სადაც ადამიანი არა მხოლოდ პაციენტი, არამედ პიროვნებაა, რომელსაც სიყვარულით, პატივისცემითა და პროფესიონალიზმით უვლიან. ჯერ კიდევ ფიქრობთ, მიიყვანოთ თუ არა ოჯახის წევრი „ლელიანში“? გირჩევთ, ეს გადაწყვეტილება არა „დაშორებად“, არამედ ზრუნვის უმაღლეს ფორმად აღიქვათ. „ლელიანი“ სტანდარტით, გარემოთი და გასაოცარი დამოკიდებულებით გამორჩეული უნიკალური ადგილია საქართველოში!“.
profile-image

ნანი ჩიქვინიძე

მსახიობი
„ლელიანი“ არის ადგილი, სადაც ადამიანები თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობენ. როგორც ჩანს, აქ უზომოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს გასცემენ“.
profile-image

ნათია რუსაძე

ექიმი
„ჩემი ოჯახის წევრის „ლელიანში“ მოხვედრის შემდეგ ცხოვრება უფრო მშვიდი გახდა, რადგან ვიცი, რომ პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშაა და მასზე 24/7 ზრუნავენ. ამ სახლის თანამშრომლები ყურადღებიანი, გულისხმიერი, გულღია ადამიანები არიან და სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს. ვფიქრობ, სიბერე ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ადამიანისთვის სიმშვიდე, დაფასება და გულწრფელი მხარდაჭერაა აუცილებელი. „ლელიანი“ – ეს არის მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, რომელიც ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს. და დიახ, ნამდვილად ვურჩევ ყველას, ვისაც თავისი ახლობლისთვის საუკეთესო მოვლა და სოციალურად აქტიური გარემო ესაჭიროება“.
profile-image

ნინო კასრაძე

„ლელიანის“ მობინადრის, ელენე სალუქვაძის, შვილი
„საზღვარგარეთ მივდიოდი, დედის რამდენიმე დღით დატოვება მიწევდა და პროფესიონალური, კვალიფიციური დახმარება მჭირდებოდა. მართალი გითხრათ, აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოვჩნდი მშობლის უძლურებით გამოწვეული გარემოებების წინაშე. შიშმა და დაბნეულობამ შემიპყრო. „ლელიანის“ შესახებ მეგობრებისგან შევიტყვე. სწორედ ამიტომ მივმართე და დედის მცირე ხნით დასვენების მომსახურებით ვისარგებლე. ამ სახლში გატარებული 10 დღე ახალ ეტაპად იქცა ჩვენთვის, როგორც დაავადების გააზრების, ისე – ავადმყოფის შემდგომი მოვლის თვალსაზრისით. „ლელიანი“ დიდი ხელშეწყობა იყო ჩემთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის. პირველი გამოცდილება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტრავმული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კმაყოფილები დავრჩით. აქ ყოფნა მის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახა. სპეციალისტებმა კარგად იმუშავეს და გაუმჯობესებული მაჩვენებლებით გამოგვიშვეს სახლში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გამოცდილი და კომპეტენტური გუნდის მაღალი სტანდარტის მომსახურება, თბილი, ჰუმანური დამოკიდებულება დედის მიმართ. სიბერე გარდაუვალია და მას კარგი დაგეგმვა სჭირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია, შესაბამისად, ადამიანს ზოგჯერ სრულ უძლურებამდე უწევს ცხოვრება. როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ღირსება არ შეგველახოს, მძიმე ტვირთად არ დავაწვეთ შვილებსა და ახლობლებს, შევინარჩუნოთ ცხოვრების ხალისი და იზოლაციაში არ მოვექცეთ? ამ ყველა კითხვასა და შიშს „ლელიანი“ სცემს პასუხს. გაბედეთ და არ ინანებთ. „ლელიანის“ ტიპის დაწესებულებები ჩვენი მომავალიცაა...“.
< 1 2 ... 5 >