„ლელიანისა“ და „ციცინათელების ქვეყნის“ თანამშრომლების ერთობლივი ტრენინგი

19-06-2026

ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იმ ადამიანების, რომლებზეც ყოველდღიურად ვზრუნავთ.

რეზიდენციული ზრუნვის სახლ „ლელიანსა“ და ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანაში“ დასაქმებულთათვის ერთობლივი გასვლითი ტრენინგი ჩატარდა. ეს ინიციატივა პროფესიული გადაწვის პრევენციას, ემოციური მდგრადობის გაძლიერებასა და გუნდური სულისკვეთების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

სასწავლო დღეები დატვირთული იყო როგორც სასარგებლო პრაქტიკული აქტივობებითა და ღირებული გამოცდილების გაზიარებით, ისე სახალისო თამაშებითა და არაფორმალური, მეგობრული კომუნიკაციით.

სხვა სიახლეები