• არტთერაპია (ემოციის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით);
• მუსიკის თერაპია (მუსიკის გამოყენება განტვირთვისა და სტიმულაციისთვის);
• ცხოველების თერაპია (ცხოველებთან ინტერაქცია ემოციური კეთილდღეობისთვის);
• წყლის თერაპიული პროცედურები;
• მასაჟისტის მომსახურება და სარეაბილიტაციო პროგრამები (ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული საჭიროების შემთხვევაში).
პალიატიური მზრუნველობა
პალიატიური მზრუნველობა უკურნებელი, ქრონიკული სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას ითვალისწინებს.
რეზიდენციული მომსახურება
რეზიდენციული მომსახურება გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას „ლელიანში“.
„ამოსუნთქვის“ მომსახურება
„ამოსუნთქვის“ მომსახურება 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას იძლევა.