ბგერითი თერაპია 60+ ადამიანებისთვის „ლელიანში“

08-07-2026

თეა კერესელიძისა და „რეთრით თბილისის“ დახმარებით „ლელიანის“ მობინადრეებს ბგერითი თერაპიის სესია ჩაუტარდათ. 

ბგერითი თერაპია მშვიდი და ნაზი პრაქტიკაა, რომელიც ჰარმონიული ვიბრაციებისა და ბგერების საშუალებით ხელს უწყობს მოდუნებას, შინაგანი სიმშვიდის აღდგენასა და ემოციურ განტვირთვას. ხანდაზმულთათვის ეს სასიამოვნო შესაძლებლობაა, მცირე ხნით ჩამოშორდნენ ყოველდღიურ რუტინას და იზრუნონ საკუთარ ემოციურ კეთილდღეობაზე. ბევრი ადამიანი სესიის დასრულებისთანავე აღნიშნავს სიმშვიდის, სიმსუბუქისა და შინაგანი ჰარმონიის განცდას.

დემენციის დროს ხშირად იჩენს თავს მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, შფოთვა, აგრესიული ქცევა, დეპრესიული განწყობა და სოციალური იზოლაცია. სწორად შერჩეული ბგერითი სტიმულაცია ხელს უწყობს ემოციური დაძაბულობის შემცირებას, მოდუნებას, უსაფრთხოების განცდის გაძლიერებასა და გარემოსთან უკეთ ადაპტაციას.

სხვა სიახლეები